'ჩემი სახელია ოიგენი'-შვეიცარული ფილმის პრემიერა
05:22:58     22-04-2014
გერმანული ენის კვირეულის ფარგლებში კინოთეატრ "რუსთაველში" ნაჩვენები
იქნება შვეიცარული ფილმი სახელწოდებით "ჩემი სახელია ოიგენი" რომლის
რეჟისორიც მიხაელ შტაინერია.
ქართულ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება იხილოს პოპულარული შვეიცარული ფილმი, რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა წარმოდგენილი.
ფილმი მოგვითხრობს ოთხ ონავარ ბიჭზე, რომლებიც ცხოვრობენ 60-იანი წლების ბერნში, ბიჭები გადაწყვეტენ სახლიდან გაქცევასა და ონავრების მეფის პოვნას განიზრახავენ, სწორედ აქედან იწყება მათი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება.
ფილმის ჩვენება 25 აპრილს, 20:00 საათზე, კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართება და მასზე დასწრება უფასო იქნება.